02:01 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-25 17:39:57, 674 ნახვა

პოლიტიკა
ჰერჩინსკი - ბევრი გაკეთდა, მაგრამ უფრო მეტის გაკეთება იყო შესაძლებელი

ბევრი გაკეთდა, მაგრამ ჩემი აზრით, უფრო მეტის გაკეთება იყო შესაძლებელი,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ჰერჩინსკიმ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "ჭიქა ნახევრად სავსეა და ნახევრად ცარიელიც".

"ბევრი გაკეთდა, მაგრამ ჩემი აზრით, უფრო მეტის გაკეთება იყო შესაძლებელი. თუ შევხედავთ პირველ პრიორიტეტს, რაც არის პოლარიზაცია, ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ პოლარიზაცია ისევ არსებობს. თუ შევხედავთ დეოლიგარქიზაციას, არსებობს სამოქმედო გეგმა, მაგრამ სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს, რა ნაბიჯები გადაიდგმება მომვალში. ამიტომ, ჩვენ მნიშვნელოვანი პროგრესი არ გვაქვს და ნაბიჯები ბევრია გადასადგმელი. წინ კიდევ წელიწადნახევარია, ამ დროის მანძილზე უფრო მეტია გასაკეთებელი. ასე რომ, ჭიქა ნახევრად სავსეა და ნახევრად ცარიელიც. ამაზე მსჯელობა შეიძლება",- ამბობს ჰერჩინსკი.

ცნობისთვის, დღეს, 25 ოქტომბერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკიც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics