01:58 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-25 17:25:59, 705 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - კანდიდატის სტატუსის მთავარი საბოტაჟის მომწყობი „რუსული ოცნებაა“

კანდიდატის სტატუსის მთავარი საბოტაჟის მომწყობი “რუსული ოცნებაა". არ მინდა ვიფიქრო, დავუშვა და დავიჯერო, რომ ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებების უკან რუსული პარტიის ინტერესების გატარებაა, კონკრეტული ოპოზიციონერების მხრიდან, - აღნიშნულის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ხაბეიშვილის თქმით, უკანასკნელი 8 თვის განმავლობაში ევროკავშირის ელჩს საქართველოში 3-ჯერ შეხვდა.

“უკანასკნელი 8 თვის განმავლობაში, 3 - ჯერ შევხვდი ევროკავშირის ელჩს საქართველოში. ყოველ ჯერზე, შეხვედრაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”  ვიყავით, ვართ და ვიქნებით კანდიდატის სტატუსის მთავარი ლობისტები! იმავეს ადასტურებს ბატონი ელჩიც მისი განცხადებებში.

კანდიდატის სტატუსის მთავარი საბოტაჟის მომწყობი, არის "რუსული ოცნება", კობახიძე, ღარიბაშვილი და მათი ბატონი - ბორენკა. 

მოვუწოდებ ყველას, პასუხისმგებლობით მოეკიდონ განცხადებებს, შეფასებებს და მხოლოდ იმიტომ, რომ მედიაში გამოჩნდნენ, ამის გამო ივანიშვილისა და რუსული პარტიის პროპაგანდას, სიცრუის მანქანას საკვებს ნუ მისცემთ. მეტი პასუხისმგებლობა, გამჭრიახობა და სიფრთხილე გმართებთ. 

ნუ იქნებით მაშველი რგოლი პუტინისტური რეჟიმის პროპაგანდის.

არ მინდა ვიფიქრო, დავუშვა და დავიჯერო, რომ ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებების უკან რუსული პარტიის ინტერესების გატარებაა, კონკრეტული ოპოზიციონერების მხრიდან. ნება იბოძეთ, გამოდით და მეტი სიმკვეთრე შეიტანეთ პოზიციაში ან არ გაგიკვირდეთ თუ ხალხი ოცნებაზე მიყიდვაში, მათ თამაშში დაგადანაშაულებთ", - წერს ხაბეიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics