|
2023-10-25 13:20:07, 534 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ამერიკელი ხელოვანის, პატი სმიტის წარმოდგენა გაიმართა
24 ოქტომბერს, Rooms Hotels-ის ორგანიზებით და „თიბისის“ მხარდაჭერით, პროექტ CORRESPONDENCES-ის ფარგლებში, თბილისს პატი სმიტი ეწვია. ამერიკელმა ხელოვანმა რუსთაველის თეატრში დამსწრე საზოგადოებისთვის წარმოდგენა გამართა. პატი სმიტმა ერთ-ერთი ახალი ნაწარმოები წარადგინა, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე შეგროვებული სიხშირეებით შექმნა და ქართველ არტისტებთან ერთად შეასრულა. მსმენელს ასევე შესაძლებლობა აქვს Soundwalk Collective-ისა და პატი სმიტის კოლაბორაციულ აუდიოვიზუალურ გამოფენას თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში ესტუმროს. ლეგენდარული არტისტი პატი სმიტი პანკ როკის კლასიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, პოეტი და მხატვარია, რომელიც ასევე ავტობიოგრაფიული ბესთსელერ „Just Kids"-ით არის ცნობილი, რომელიც ქართულ ენაზეც ითარგმნა. პატი სმიტს ისეთ არტისტებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან ენდი ვარჰოლი, ბობ დილანი, U2 და სხვა. პროექტი CORRESPONDENCES პატი სმიტსა და Soundwalk Collective-ს აერთიანებს, რომელიც მხატვარ სტეფან კრასნეანსკისა და პროდიუსერ სიმონ მერლის თანამედროვე ხმის ხელოვნების პლატფორმაა. ისინი იკვლევენ სამყაროში მომხდარ პროცესებს, რომლებსაც ბგერებით აცოცხელებენ მუსიკაში. სხვადასხვა დროს კოლექტივს წარმატებული პარტნიორობა ჰქონდა რეჟისორ ჟენ ლუკ გოდარდთან, მომღერალ შარლოტ გაინბურგთან და ისეთ მულტიფუნქციურ სივრცეებთან, როგორიცაა Centre Pompidou, Berghain და სხვა. წარმოდგენას ასევე მხარი დაუჭირეს VISA-მ და კოკა-კოლამ.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)