02:01 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-24 22:00:47, 640 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ლესოტოს სამეფოს სენატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლესოტოს სამეფოს სენატის პრეზიდენტ მამონაენგ მოკიტიმის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ წელს აღინიშნება საქართველოსა და ლესოტოს სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მეათე წლისთავი. მხარეებმა გამოთქვეს საპარლამენტო კავშირების გაძლიერების და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზაობა.

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და ხაზი გაუსვა არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

შალვა პაპუაშვილმა და მამონაენგ მოკიტიმიმ ასევე მიმოიხილეს საქართველოსა და ლესოტოში მიმდინარე პროცესები, უსაფრთხოების საერთაშორისო გამოწვევები და მათი ნეგატიური გავლენა. ასევე, ისაუბრეს ცალკეულ სფეროებში, მათ შორის, სახელმწიფო სერვისები, საგადასახადო სისტემა, ანტიკორუფციული მექანიზმები, განათლება და მედიცინა, გამოცდილების გაზიარების და კავშირების განმტკიცების შესაძლებლობები.

შეხვედრა გაიმართა ანგოლაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 147-ე ასამბლეის ფარგლებში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics