|
2023-10-24 22:07:34, 652 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია ოჩამჩირის ბაზაზე - ამას ჰქვია ომში ჩათრევა და მეორე ფრონტის გახსნა
სინამდვილეში, რუსეთს ოჩამჩირეში გადმოაქვს საომარი სამიზნე... ამას ჰქვია ომში ჩათრევა და მეორე ფრონტის გახსნა", - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. გვარამიას თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პასუხისმგებლიანი განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ თუ ოჩამჩირის ტერიტორიიდან განხორციელდება უკრაინის მიმართულებით თავდასხმა, უკრაინა გამოიყენებს ძალას და თავს დაესხმება ოჩამჩირეს. "ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მიიღო რუსეთმა. სინამდვილეში, მას უბრალოდ კი არ გადმოჰყავს თავისი საზღვაო ძალები ოჩამჩირეში, არამედ რეალურად მას გადმოაქვს მოქმედი საომარი სამიზნე აქ. რადგან ეს ფლოტი არის საბრძოლო მდგომარეობაში და იგი თავს ესხმის უკრაინას. მაღალი ალბათობით, ის ამას გააგრძელებს ოჩამჩირიდანაც და არა მხოლოდ მიმოსვლის მეშვეობით, არამედ შესაძლებელია ადგილიდან დაბომბვაც და ბუნებრივია, როგორც საბრძოლო სამიზნეც, უკრაინა იძულებული იქნება უპასუხოს. ეს აბსოლუტურად ბუნებრივია, იმიტომ რომ ეს მისი სახელმწიფო ინტერესია. აი ამას ჰქვია ომში ჩათრევა და მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში. დიახ, ამას ჰქვია და ამას აკეთებს რუსეთი. "ქართული ოცნება" სათავისოდ და სპეკულაციურად გამოიყენებს ყველაფერს, მაგრამ ზელენსკიმ გააკეთა პასუხისმგებლობიანი სახელმწიფო ლიდერის განცხადება. თუ კონკრეტული ტერიტორიიდან მის სახელმწიფოს ბომბავენ, რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლობიანმა სახელმწიფომ, მას შეუძლია ჯერ გაფრთხილება გააკეთოს და უკვე გააკეთა უკრაინამ გაფრთხილება და ეს გაფრთხილება საქართველოს ხელისუფლებასაც უნდა ესმოდეს და ყველაფერს აკეთებდეს იმისათვის, რომ მის ტერიტორიაზე და ოჩამჩირე გაგიკვირდებათ და საქართველოს ტერიტორიაა, იურისდიქცია ვერ ვრცელდება და ეფექტური კონტროლი რუსეთის ვრცელდება, თუმცა ჩვენი ტერიტორიაა, მაგრამ თუ ეს გაფრთხილება ყურად არ იღო რუსეთმა და საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა, დიახ, იძულებული იქნება სახელმწიფო, რომელსაც კონკრეტული წერტილიდან თავს ესხმიან, ეს წერტილი გაანეიტრალოს და ეს არის რუსეთის დამსახურება. პირველ რიგში, ამას ვეძახი მე საქართველოს ომში ჩათრევას და საქართველოს ხელისუფლების აბსოლუტური უმოქმედობის დამსახურება", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ტროტუარზე დგომის საბაბით ბუკა პეტრიაშვილს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)