|
2023-10-24 13:34:34, 828 ნახვა
პოლიტიკა
ზელენსკი - რუსეთმა განაცხადა შავი ზღვის ფლოტის ახალი ბაზის შექმნაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - მათ ყველგან მივწვდებით
ცოტა ხნის წინ რუსეთის ლიდერი იძულებული გახდა, გამოეცხადებინა შავი ზღვის ფლოტის, უფრო სწორად მისი ნაშთების ახალი ბაზის შექმნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ანუ ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რაც შეიძლება შორს უკრაინული რაკეტებისგან და საზღვაო თვითმფრინავებისგან, მაგრამ ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკის თქმით, ახლა ოკუპანტებისთვის ყირიმში არ არსებობს უსაფრთხოების ბაზა და სანდო ლოჯისტიკური მარშრუტი. "რუსეთის კონტროლმა შავ ზღვაზე და საოკუპაციო ფლოტის არსებობამ შექმნა ილუზია, რომ რუსეთის დომინირება შავ ზღვაში თითქოსდა დაუძლეველია. ამას გარდა, ასი ათასობით რუსეთის მოქალაქის მიერ ყირიმის მიზანმიმართული დასახლების და ოკუპანტის ფართომასშტაბიანი რეპრესიების გამო, თავისუფლებისა და წინააღმდეგობის ყველა ფორმის წინააღმდეგ, შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს ყირიმი დაპყრობილია. ახლა ილუზიები ქრება... უბრალოდ შეგახსენებთ ჩვენს შედეგებს: პირველი, რუსეთის საზღვაო ძალებს უკვე აღარ შეუძლიათ ოპერირება შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში და თანდათან გარბიან ყირიმიდან. და ეს ისტორიული მიღწევაა. ცოტა ხნის წინ რუსეთის ლიდერი იძულებული გახდა, გამოეცხადებინა შავი ზღვის ფლოტის, უფრო სწორად მისი ნაშთების ახალი ბაზის მეორე, რუსი ტერორისტებისთვის ახლა ყირიმში არ არსებობს უსაფრთხოების ბაზა და სანდო ლოჯისტიკური მარშრუტი... ჯერჯერობით, ყირიმსა და მის მიმდებარე წყლებზე ცეცხლის სრულ კონტროლს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ეს დროის საკითხია", - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპიკერმა, ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის გემების ანექსირებული ყირიმიდან საქართველოს ოკუპირებულ ქალაქ ოჩამჩირეში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. აღსანიშნავია, რომ მანამდე 5 ოქტომბერს, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ გამოცემა Известия-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა გაიხსნება. ინფორმაციას გამოეხმაურნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და თქვეს, რომ "შეშფოთებას გამოთქვამენ სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებებთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დამატებითი სამხედრო ბაზის განლაგების და რუსეთის მიერ ინიცირებულ ინტეგრაციულ პროცესებში საქართველოს განუყოფელი აფხაზეთის რეგიონის ჩართვის შესახებ".
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მარკეტა გრეგოროვა: „იმედმა“ და სხვა პროსამთავრობო არხებმა ევროპარლამენტის წესები დაარღვიეს
ტროტუარზე დგომის საბაბით ბუკა პეტრიაშვილს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)