09:15 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-24 11:22:09, 681 ნახვა

სამართალი
ირაკლი შოთაძის განცხადებით, 2019 წელს პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეზე გამოძიება გრძელდება

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უცხოეთში ვიზიტებთან დაკავშირებით, საუბარია კონსტიტუციის დარღვევაზე და აღნიშნული საქმე პროკურატურის კომპეტენციას არ წარმოადგენს.

როგორც შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კონსტიტუციის დარღვევა საკონსტიტუციო სასამართლოს შესაფასებელია.

"კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი არის საკონსტიტუციო სასამართლოს შესაფასებელი და მიეკუთვნება საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას",- თქვა გენერალურმა პროკურორმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით არსებობს თუ არა რამე საქმე, რომელიც ძიებაშია; რა ეტაპზეა 2019 წელს შეწყალების საქმესთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება და შესაძლებელია თუ არა, პრეზიდენტი აღნიშნულ საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს, ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ საქმეზე გამოძიება დღემდე გრძელდება, თუმცა კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტზე იმუნიტეტი ვრცელდება.

„ამ ფაქტზე გამოძიება გრძელდება, შემიძლია დაგიდასტუროთ. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ მოქმედი პრეზიდენტის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა კანონმდებლობთ შეზღუდული არის. პრეზიდენტზე ვრცელდება იმუნიტეტი და მის მიმართ შესაძლებელია სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება მხოლოდ იმპიჩმენტით თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ მისი მხრიდან ან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი, ან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ფაქტი დაადასტურა",- განაცხადა შოთაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვას, ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ, შესაძლოა თუ არა, რომ გამოძიება საკითხით დაინტერესდეს, შოთაძემ ასე უპასუხა:

„ფაქტზე მომავალში რატომ ვლაპარაკობთ? გიხსნით, რომ გამოძიება გრძელდება და ეს გამოძიება დაწყებულია რამდენიმე წლის წინ“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics