10:56 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-23 21:37:58, 859 ნახვა

მსოფლიო
სუნაკი - ღაზაში მდებარე საავადმყოფოში აფეთქება, დიდი ალბათობით, ღაზის ტერიტორიიდან გასროლილმა რაკეტამ გამოიწვია

ღაზაში მდებარე საავადმყოფოში აფეთქება, დიდი ალბათობით, ღაზის ტერიტორიიდან გასროლილმა რაკეტამ გამოიწვია და არა ისრაელის რაკეტამ, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა.

სუნაკმა ასევე აღნიშნა, რომ ინციდენტის არასწორად გავრცელებამ ნეგატიური გავლენა იქონია რეგიონში.

"ბრიტანეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ აფეთქება სავარაუდოდ გამოწვეული იყო რაკეტით, ან მისი ნაწილით, რომელიც გასროლილი იყო ღაზის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით", - განუცხადა სუნაკმა პარლამენტის წევრებს.

ცნობისთვის, პალესტინის მთავრობაში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში საავადმყოფოზე იერიშის შედეგად 500-მდე ადამიანი დაიღუპა და მომხდარში ისრაელს ადანაშაულებენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics