11:01 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-23 19:46:37, 878 ნახვა

მსოფლიო
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი იერუსალიმში ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე იერუსალიმში ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.

შეხვედრისას ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ მიმდინარე მოვლენები ცივილიზაციის ბრძოლაა ბარბაროსობის წინააღმდეგ.

"ჰამასი" არის ისლამური სახელმწიფო და როგორც მსოფლიო გაერთიანებულია ისლამური სახელმწიფოს დასამარცხებლად, მსოფლიო უნდა გაერთიანდეს "ჰამასის" წინააღმდეგ. ვიცი, გესმით, რომ ეს არის კაცობრიობის ბრძოლა ბარბაროსობის წინააღმდეგ. მე გამოვიარე ომები, საშინელებები ვნახე, თუმცა ასეთი საშინელი რამ არასდროს მინახავს. ეს ჩვენი საერთო ცივილიზაციის ბრძოლაა", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა კი აღნიშნა, რომ პატივს სცემს, როგორ ცდილობს ისრაელი, თავიდან აიცილოს თავდასხმა და აღადგინოს ისრაელის უსაფრთხოება.

"მე პატივს ვცემ იმას, რასაც აკეთებს თქვენი გუნდი, ცდილობს თავიდან აიცილოს ეს თავდასხმა და აღადგინოს ისრაელის უსაფრთხოება. ამ თავდასხმის შედეგად დაახლოებით 1 400 ადამიანი დაიღუპა და ეს საშინელებაა. ეს საშინელებაა. ჩვენ ვაპირებთ ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ წავიდეთ წინ", - განაცხადა რუტემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics