|
2023-10-23 12:19:46, 1156 ნახვა
მსოფლიო
ირანის სამთავრობო მედია, სავარაუდოდ, მორალის პოლიციის მიერ ნაცემი 16 წლის არმიტა გერავანდის ფაქტობრივ სიკვდილს ადასტურებს
ირანის სამთავრობო მედია 16 წლის ირანელი გოგონას, არმიტა გერავანდის ფაქტობრივი სიკვდილის შესახებ იუწყება. ამის შესახებ ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ირანული მედიის ცნობით, "გერავანდის მდგომარეობაზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ სამედიცინო პერსონალის ძალისხმევის მიუხედავად, მოზარდის ტვინი მკვდარია". ნორვეგიაში დაფუძნებული ქურთების უფლებადამცველი ორგანიზაციის Hengaw-ის ინფორმაციით, ოქტომბრის დასაწყისში 16 წლის გოგონას ირანის მორალის პოლიცია თავს იმ დროს დაესხა, როდესაც ის თავსაბურავის გარეშე თეირანის მეტროში გადაადგილდებოდა. ინციდენტის შემდეგ, მოზარდი თავის ტვინის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს და ის, სულ მცირე, 4 ოქტომბრიდან კომაში იმყოფებოდა. ირანის ხელისუფლების მტკიცებით, გერავანდიმ მეტროში დაბალი არტერიული წნევის გამო გონება დაკარგა. სამთავრობო მედიამ გაავრცელა ფრაგმენტული ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ გამოჰყავთ მეტროს ვაგონიდან უგონო მდგომარეობაში მყოფი მოზარდი, თუმცა ხელისუფლებას მატარებლის შიდა კადრები არ გაუვრცელებია. 16 წლის არმიტა გერავანდი წარმოშობით ქალაქ კერმანშაჰიდან იყო და დედაქალაქ თეირანში ცხოვრობდა. აღსანიშნავია, რომ ირანში მსგავსი ფაქტი გასულ წელსაც მოხდა. 2022 წლის 13 სექტემბერს, მორალის პოლიციამ 22 წლის მაჰსა ამინი, ოჯახთან ერთად გადაადგილებისას, ჰიჯაბის ტარების კანონის დარღვევისთვის დააპატიმრა, რასაც მისი კომაში ჩავარდნა და 16 სექტემბერს გარდაცვალება მოჰყვა. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, ნადა ალ-ნაშიფის ცნობით, პოლიციელებმა იზოლატორში ამინი ხელკეტებით სცემეს და თავი მანქანაზე არტყმევინეს. პოლიციამ ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ 22 წლის ქალს "მოულოდნელი გულის შეტევა დაემართა". ამინის სიკვდილს დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის ბევრ სხვა რაიონში ხალხმრავალი დემონსტრაციები მოჰყვა. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, თეირანმა ათასობით აქტივისტი დააკავა, ასობით ადამიანი პოლიციის მიერ ძალადობას ემსხვერპლა, ათობით მომიტინგეს კი, სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)