05:05 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-21 18:01:38, 707 ნახვა

საზოგადოება
მთაწმინდის პარკმა ღვინის ფესტივალს „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ უმასპინძლა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით,  ღვინის ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ თბილისში, მთაწმინდის პარკშიგაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ღონისძიებაზე, ძირითადად, დამწყები მარნები იყო წარმოდგენილი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედსაშუალო და მცირე საოჯახო მარნების განვითარების ხელშეწყობაა. 

"მცირე მარნების სეგმენტი, ბოლო წლებში, აქტიურად ვითარდება. დღეს უკვე ასობით ახალიღვინის მარანი ფუნქციონირებს, რომლებიც აწარმოებენ გამორჩეული ხარისხის ღვინოს, რაციზიდავს ტურისტებსა და ღვინის მოყვარულებს. მცირე მარნების განვითრების გარეშე, ქართული მეღვინეობის განვითარება წარმოუდგენელია. მისასალმებელია, რომ მცირემარნები ვითარდება მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც ამ ფესტივალზე თვალსაჩინოა. ფესტივალი რომ დიდ ინტერესს იწვევს, ამაზე როგორც წლევანდელი მონაწილე მარნების, ისესტუმრების გაზრდილი რაოდენობა მიუთითებს“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ. 

ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ პირველად  2016 წელს ჩატარდა. თავდაპირველად მონაწილეების რაოდენობა 20-მდე იყო, წელს კი, ფესტივალზე 40-მდეღვინის მწარმოებლის პროდუქცია იყო წარმოდგენილი საქართველოსმევენახეობა-მეღვინეობის ყველა რეგიონიდან. ფესტივალში მონაწილეობა მარნებსსაშუალებას აძლევს, გაზარდონ ცნობადობა და უფრო მეტ ღვინის პროფესიონალს მიეცესმათი ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა.  

ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ საქართველოსსხვადასხვა სტილის ღვინოები, მიეღოთ მარნების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics