03:47 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-20 15:29:25, 680 ნახვა

პოლიტიკა
დარჩიაშვილი - ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს არ ეწინააღმდეგება

საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავება ემსახურება ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ინტერესებს და არანაირად არ შეაფერხებს საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს - ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის უმთავრესი ამოცანა ქვეყნის უსაფრთხოებაზე, სტაბილურ განვითარებასა და ეკონომიკურ გაძლიერებაზე ზრუნვაა.

მისი თქმით, ამ  მიზნების მისაღწევად, მთავრობა პრაგმატულ, შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას აწარმოებს  და ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას იყენებს.
  
"ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს მიღებული ერთობლივი განცხადება არის დეკლარაციული ხასიათის და გამოხატავს მხარეთა სურვილს პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების შესახებ. განცხადების თანახმად, საუბარია პოლიტიკის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში, საერთაშორისო საკითხებში თანამშრომლობაზე, აგრეთვე რეგიონალური და გლობალური მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების ერთობლივად უზრუნველყოფაზე",- განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადების მიღებაზე საუბრისას, მინისტრმა განაცხადა, რომ განცხადებაში განსაზღვრული 4 მიმართულება - პოლიტიკური, ეკონომიკური, ხალხთაშორისი და კულტურული ურთიერთობები და საერთაშორისო განზომილება - სრულ თანხვედრაშია პარლამენტის მიერ 2020 წლის დეკემბერში დამტკიცებულ „ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ," რეზოლუციასთან, სადაც აღნიშნულია, რომ „საქართველოს ხელისუფლება ხელს შეუწყობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან,  საგარეო-ეკონომიკურ, სავაჭრო და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics