|
2023-10-20 09:15:20, 552 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე ოპოზიციაზე - მთელი წლის განმავლობაში დადიოდნენ ევროდერეფნებში, ხალხს არწმუნებდნენ, არ მისცეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი
მაღალი ალბათობით, ჩვენ მივიღებთ დეკემბერში კანდიდატის სტატუსს, უკვე ბევრი ნიშანია, რაც ამაზე მიუთითებს. როგორც კი ეს დაინახა რადიკალურმა ოპოზიციამ, პირველი ცეცხლი გახსნა კოლექტიურმა "ნაცმოძრაობამ": ისინი მთელი წლის განმავლობაში დადიოდნენ ევროდერეფნებში, ხალხს არწმუნებდნენ, რომ არ მისცეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი, დიდი არგუმენტები არ ჰქონდათ, ერთს ამბობდნენ, რომ არჩევნებს წავაგებთ კიდევ უფრო სამარცხვინოდ, ვიდრე წინა არჩევნებში მოხდა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. თალაკვაძის თქმით, პრეზიდენტი ოპოზიციაზე არანაკლებ არის დაინტერესებული კანდიდატის სტატუსის მიღება მის პირად მიღწევად ჩაითვალოს. მისი შეფასებით, ქვეყნის წარმატების მისაკუთრების მცდელობა არასახელმწიფოებრივი მიდგომაა. "პრეზიდენტიც, როგორც ჩანს, არანაკლებ მონდომებულია, რომ ეს მიღწევა ჩაითვალოს სწორედ მის დამსახურებად. ჩემი აზრით, ეს არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა, როდესაც ვინმე ცდილობს, რომ თვითონ აიღოს მესაკუთრეობა საქართველოს კანდიდატის სტატუსზე. გინახავთ სადმე, "ქართული ოცნების" რომელიმე ლიდერს ეთქვას, რომ ეს ჩემი დამსახურებაა, თქვენ კი მიშლით ხელს, მაგრამ მე მაინც მოვუტან ამ ქვეყანას კანდიდატის სტატუსს?" - რა საჭიროა ასეთი ხმამაღალი განცხადებები, მით უმეტეს, როდესაც იცი, რომ შენ, პრეზიდენტს, არ გაქვს არც კონსტიტუციით მონიჭებული უფლებამოსილება საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე და თან ძალიან კარგად იცი, რომ ამ საქმის უდიდესი ნაწილი შეასრულა სწორედ მთავრობამ ხალხის მხარდაჭერით",- აღნიშნა თალაკვაძემ. მისი განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის ძირითადი სამუშაო საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა შეასრულა, ხოლო პრეზიდენტს შეეძლო ევროპელი კოლეგები დაერწმუნებინა ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების აუცილებლობაში. "მთავრობამ და პარლამენტმა გააკეთეს ძირითადი საქმე ევროინტეგრაციის რეფორმებში - ამოიღეთ ნებისმიერი პუნქტი, ან გააკეთა მთავრობამ, ან გააკეთა პარლამენტმა საზოგადოების მხარდაჭერით. პრეზიდენტს რაც ჰქონდა ფუნქცია, რაც შეეძლო გაეკეთებინა, ეს იყო ერთადერთი, ჩასულიყო ევროპაში და აბსოლუტურად მტკიცედ ეთქვა ის, რაც ჩვენმა ნამდვილმა მეგობრებმა ევროპაში თქვეს მტკიცედ, რომ საქართველო დღეს და უპირობოდ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ბევრმა ისიც თქვა, რომ ერთი წლის წინაც იმსახურებდა საქართველო კანდიდატის სტატუსს და ამ ფონზე, როცა ჩვენი არჩეული პრეზიდენტი ევროპელებს ეუბნება, ქვეყანა არ იმსახურებს და სამართლიანი უარი იყო ნათქვამი, მერე ეუბნება, ფორმალურად ასრულებს ხელისუფლება ანუ, თქვენ გატყუებთო, ამას როცა ეუბნება, ბუნებრივია, ეს ვეღარ იქნება საქართველოს ინტერესების სრულფასოვანი და გულწრფელი დაცვა",- განაცხადა თალაკვაძემ გადაცემაში "იმედი LIVE".
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მარკეტა გრეგოროვა: „იმედმა“ და სხვა პროსამთავრობო არხებმა ევროპარლამენტის წესები დაარღვიეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)