|
2023-10-19 14:49:55, 762 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე „ოცნებას“ - მე ვამბობ, რომ თქვენი ლიდერები არიან „კოჭლი ინდაურის წიპიები“ - ეს სიძულვილის ენა იქნება, თუ არა?
ითქვა, რომ პრეზიდენტი არის „კოჭლი იხვი“ - მე რომ გითხრათ, რომ თქვენი პრემიერ-მინისტრი, პარტიის თავმჯდომარე, გენერალური მდივანი ან თქვენი სულიერი ლიდერი, „კოჭლი ინდაურის წიპიაა“, ეს სიძულვილის ენა იქნება, თუ არა? - ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ წევრმა, რომან გოცირიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, დავით სონღულაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ინიცირებული ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს. გოცირიძის თქმით, აღნიშნული კანონპროექტი დღის წესრიგიდან უნდა მოიხსნას. "ქვეყანაში არსებობს შერჩევითი სამართლიანობის პრინციპი, არ არსებობს სასამართლო. დღეს არსებული ნორმის მიხედვითაც კი. უამრავი დეპუტატი უნდა იყოს სხვადასხვა ფორმით დასჯილი, ზოგიერთი ხულიგნობისთვისაც. აქ რომ იგინებიან და ქვებს ისვრიან, დეპუტატებს რომ თავს ესხმოდით ტურებივით, 20 კაცი რომ ერთ ადამიანს დაესხით თავს, გუბაზ სანიკიძეს, ვინმე დაისაჯა? სიტყვისთვის კი არა, ფიზიკური ზემოქმედების გამოც არავინ ისჯება. ამაშია მთელი უბედურება. ერთ შემთხვევაში, სიტყვა, თუ ამას კრიტიკული ტელევიზია ამბობს, შეიძლება უხამსობად ჩაითვალოს, ხოლო თუ პროპაგანდისტული სამთავრობო არხები ამბობენ, შეიძლება პოლიტიკურ ტერმინად ჩათვალოთ. ითქვა, რომ პრეზიდენტი არის „კოჭლი იხვი“. მე რომ გითხრათ, რომ თქვენი პრემიერ-მინისტრი, პარტიის თავმჯდომარე, გენერალური მდივანი ან თქვენი სულიერი ლიდერი, "კოჭლი ინდაურის წიპიაა", ეს სიძულვილის ენა იქნება, თუ არა? იტყვით, რომ ეს პოლიტიკური ტერმინია და ამერიკაში ასე გამოიყენება. ამერიკაში ვიღაცამ ასე თქვა, მე კი ახლა ვამბობ, რომ თქვენი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები არიან "კოჭლი ინდაურის წიპიები". თქვენ ამის გამო ტელევიზიას უჩივლებთ მარეგულირებელში და დააჯარიმებთ, ხოლო თქვენი ნათქვამი პოლიტიკურ ტერმინად იქნება გასაღებული. როდესაც ერთი და იმავე საზომით განსჯა არ არსებობს, ასეთ სახელმწიფოში ნებისმიერი მსგავსი გადაწყვეტილება პოლიტიკური დევნის, რეპრესიების და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ინსტრუმენტი ხდება, ამიტომ ეს კანონპროექტი დღის წესრიგიდან უნდა მოიხსნას",- განაცხადა გოცირიძემ. ცნობისთვის, პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ინიცირებული ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა მიმდინარეობს. ცლილებების თანახმად, მაუწყებლები, რომლებიც სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვის მოთხოვნას დაარღვევენ, ჯერ გაფრთხილებას მიიღებენ, ხოლო 1 წლის განმავლობაში განმეორებით დარღვევის შემთხვევაში - დაეკისრებათ ჯარიმა, არანაკლებ 2 500 ლარისა. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 55/2-ე მუხლი მედია მომსახურების მიმწოდებლის პროგრამაში ან რეკლამაში სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვასაც ითვალისწინებს.
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მარკეტა გრეგოროვა: „იმედმა“ და სხვა პროსამთავრობო არხებმა ევროპარლამენტის წესები დაარღვიეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)