07:09 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-18 18:24:52, 708 ნახვა

მსოფლიო
მედია - ლიბანის დედაქალაქში ასობით დემონსტრანტი აშშ-ის საელჩოში შეჭრას ცდილობს

ლიბანის დედაქალაქში ასობით დემონსტრანტი აშშ-ის საელჩოში შეჭრას ცდილობს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია, მოძრაობა „ჰეზბოლასთან“ დაკავშირებულ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ვიდეოში ჩანს, რომ აშშ-ის დიპლომატიურ უწყებასთან შეკრებილ დემონსტრანტებს ხელში პალესტინის და ირანის დროშები უჭირავთ. სამართალდამცავებმა იმ აქტივისტების წინააღმდეგ, ვინც საელჩოში შეჭრას ცდილობდა, ცრემლსადენი აირი გამოიყენეს.

ამასთან, ისრაელის მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ იორდანიაში ასევე იმართება პალესტინელების მხარდამჭერი აქცია, რომლის მონაწილეებიც ცდილობენ ისრაელის საელჩოში შეჭრას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics