05:02 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-18 19:05:09, 904 ნახვა

პოლიტიკა
კრამონი იმპიჩმენტზე - დემოკრატიული ინსტიტუტები უფრო მდგრადი აღმოჩნდა, ვიდრე ოლიგარქი, მაგრამ საქართველოს რეპუტაციას დიდი ზიანი მიადგა

დემოკრატიული ინსტიტუტები უფრო მდგრადი აღმოჩნდა, ვიდრე ოლიგარქი, - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის ვერშემდგარ იმპიჩმენტს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.

კრამონის თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხით საქართველოს რეპუტაციას დიდი ზიანი მიადგა.

"დემოკრატიული ინსტიტუტები უფრო მდგრადი აღმოჩნდა, ვიდრე ოლიგარქი. მაგრამ დიდი ზიანი მიდგა საქართველოს რეპუტაციას. ახლა ჩვენ ყველამ უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა ამ ზიანის აღმოსაფხვრელად და უზრუნველვყოთ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი დეკემბერში", - წერს კრამონი.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა. 

პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 ხმა იყო საჭირო, საკანონმდებლო ორგანოში გამართული კენჭისყრის შედეგების მიხედვით კი, იმპიჩმენტს მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი წინააღმდეგ წავიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics