22:26 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-18 17:54:59, 702 ნახვა

პოლიტიკა
ბეჟაშვილი - „ოცნებამ“ დღეს წაუგებელი თამაში ითამაშა - ყველა შედეგი ივანიშვილის პირად ინტერესებში შედიოდა

„ქართულმა ოცნებამ“ დღეს წაუგებელი თამაში ითამაშა, ყველა შედეგი ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესებში შედიოდა,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის ჩავარდნაზე საუბრისას განაცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ და მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ცდილობენ, საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს ხელი ბოლომდე შეუშალონ.

„ქართული ოცნება“ და ირაკლი კობახიძე ცდილობენ, ეს განცხადება, რომელიც მათ გააკეთეს ამას ადასტურებს, რომ ბოლომდე გააგრძელონ ხელის შეშლა საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის პროცესის და ამ პროცესში საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობის ფარგლები შემოსაზღვრონ.

რეალურად, მათ მიაღწიეს იმ შედეგს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დააწერინეს შესაბამისი დასკვნა, დაადგენინეს, რომ პრეზიდენტის მოქმედებებში არის კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი და ბუნებრივია, შემდგომ ამით ისინი შეზღუდავენ პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობების კუთხით.

მეორე მხრივ, „ქართული ოცნება“ ცდილობს, პრეზიდენტის როლი გამოკვეთოს როგორც ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც ევროინტეგრაციისთვის იბრძვის და პოლიტიკური კაპიტალი ამ მხრივაც დააგროვებინოს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც არ გამოირჩევა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ განცხადებებით და დღევანდელი მისი გამოსვლის არცერთი პასაჟი, არცერთი წამი არ დაეთმო სწორედ ბიძინა ივანიშვილს, მისი ოლიგარქიულ მმართველობას, რომ ეს არის მთავარი პრობლემა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის და საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის. ამიტომ, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ წაუგებელი თამაში ითამაშა თავის მხრივ, ყველა შედეგი ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესებში შედიოდა“,- განაცხადა ბეჟაშვილმა

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა. 

პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 ხმა იყო საჭირო, საკანონმდებლო ორგანოში გამართული კენჭისყრის შედეგების მიხედვით კი, იმპიჩმენტს მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი წინააღმდეგ წავიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics