05:02 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-18 17:15:57, 640 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე ოპოზიციაზე - არგუმენტების გარდა ილაპარაკეს ყველაფერზე და იკადრეს ყველაფერი

არც ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს დღეს არც ერთი სიტყვა არ უთქვამს პირველი - იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც განვიხილავთ, ანუ, არ მოუტანია არგუმენტი, თუ რატომ შეიძლებოდა ნდობა გამოეცხადებინა საქართველოს მთავრობას სალომე ზურაბიშვილისთვის, რომელიც აცხადებდა, რომ შარშან არ ვიმსახურებდით და არც წელს ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს, მითუმეტეს, ამ ფონზე და მეორე - არც ერთი არგუმენტი ყოფილა იმასთან დაკავშირებით, თუ ასეთი არსებობს რეალობაში, რატომ არ დაარღვია სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუცია,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მდინარაძის თქმით, საკითხის განხილვა მიდის, რაზეც არგუმენტები უნდა იქნას წარმოდგენილი და ასეთი არგუმენტების გარდა ილაპარაკეს ყველაფერზე, იკადრეს ყველაფერი.

„პარადოქსი ის გახლავთ, რომ არც ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს დღეს არ ულაპარაკია და არცერთი სიტყვა არ უთქვამს პირველი - იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც განვიხილავთ, ანუ, არ მოუტანია არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეიძლებოდა ნდობა გამოეცხადებინა საქართველოს მთავრობას სალომე ზურაბიშვილისთვის, რომელიც აცხადებდა, რომ შარშან არ ვიმსახურებდით და არც წელს ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს, მითუმეტეს, ამ ფონზე, ამისი არცერთი არგუმენტი წარმოდგენილი არ ყოფილა, თუ არადა, შემახსენეთ და მეორე - არც ერთი არგუმენტი ყოფილა იმასთან დაკავშირებით, თუ ასეთი არსებობს რეალობაში, რატომ არ დაარღვია სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუცია. იმ საკითხის განხილვა მიდის, რაზეც არგუმენტები უნდა იქნას წარმოდგენილი და ასეთი არგუმენტების გარდა ილაპარაკეს ყველაფერზე, იკადრეს ყველაფერი“ - განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics