|
2023-10-18 11:46:12, 546 ნახვა
პოლიტიკა
წითლიძე პრეზიდენტის იმპიჩმენტზე - არც განხილვაში, არც დებატებში და არც კენჭისყრაში არ მივიღებთ მონაწილეობას
ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ არც განხილვაში, არც დებატებში, არც კენჭისყრაში,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ანა წითლიძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესზე საუბრისას განაცხადა. წითლიძის თქმით, "თუ ვინმე არღვევს ამ ქვეყანაში კონსტიტუციას, არღვევს "ქართული ოცნება", რომელიც საქართველოს მოქალაქეებს უკარგავს შესაძლებლობას, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს". "ჩვენ ჩვენი გაცხადებული პოზიცია გვქონდა ამასთან დაკავშირებით თავიდანვე, როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ საერთოდ არ ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას. ეს პროცესი, როგორც კი დადგება დღის წესრიგში, დღეს სხვა საკითხებიც არის, გარდა პრეზიდენტის იმპიჩმენტისა და სხვა საკითხებში, ცხადია, დღის წესრიგი რომ დამტკიცდება, ვიქნებით სხდომათა დარბაზში, თუმცა, რეალურად, მაშინ, როდესაც ამ საკითხის განხილვა დაიწყება, ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ არც განხილვაში, არც დებატებში, არც კენჭისყრაზე. ჩვენ ჩვენი გაცხადებული პოზიცია რეალურად გვაქვს, რომ არ არსებობს არანაირი მიზეზი იმის, რომ ახლა საქართველოს, როდესაც ჩვენ კანდიდატის სტატუსს ველოდებით, სჭირდებოდეს პრეზიდენტის იმპიჩმენტი. არ არსებობს მიზეზი, სამართლებრივ მიზეზს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, რის გამოც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დაიწყეს. თუ ვინმე არღვევს ამ ქვეყანაში კონსტიტუციას, არღვევს "ქართული ოცნება", რომელიც უკარგავს საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას, რომ ამ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი... მეტი რა უნდა მოხდეს საქართველოს პრეზიდენტის თავს, რომ მან გაბედოს და ეს თქვას... მე არ მგონია, სალომე ზურაბიშვილი იმდენად გულუბრყვილო იყოს, ეგონოს, რომ მხოლოდ კობახიძე და მდინარაძე არიან იმპიჩმენტის შემოქმედი და ბიძინა ივანიშვილმა არაფერი არ იცის ამასთან დაკავშირებით. ამიტომაც არის აუცილებელი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ილაპარაკოს ღიად იმაზე, ჰგონია თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი და ჰგონია, თუ არა, რომ ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა კობახიძე კი არა, ბიძინა ივანიშვილია",- განაცხადა წითლიძემ "მთავარ არხთან" საუბრისას. შეგახსენებთ, დღეს, 18 ოქტომბერს პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს იწყებს. ამასთან, ცოტა ხნის წინ, "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტია არც კენჭისყრაში და არც დებატებში არ მიიღებს მონაწილეობას.
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)