06:00 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-18 11:19:48, 688 ნახვა

პოლიტიკა
ზარქუა - სალომე ზურაბიშვილი 2 დღეა გვევაჭრება, სხდომაზე მეზობლების მოწვევაც უნდოდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორი დღეა გვევაჭრება, მეზობლებიც უნდოდა მოეწვია სხდომაზე,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, პრეზიდენტი პარლამენტში "შოუს დადგმას აპირებს".

"ქალბატონმა პრეზიდენტმა ვერ გაიაზრა, ვერ გაითვალისწინა, ორი დღეა გვევაჭრება, ჯერ 21-კაციანი სია გადმოაგზავნა "სტაფის", შემდეგ დიპლომატებიც უნდოდა მოეწვია, მეგობრები, მეზობლები. ვერ გაიაზრა, რომ ეს არის პარლამენტი, ეს არ არის პრეზიდენტის სასახლე. იქ შეუძლია, ვინც უნდა ის მოიწვიოს. ორი დღეა გვევაჭრება, უნდა რაღაც სტუმრები და შოუ დადგას. ოპოზიციას მიმართა გარეთ დამელოდეთო, ეს სასწაულია, საგიჟეთში ვცხოვრობთ რაა. პარლამენტში უნდა ადვოკატებით მოვიდეს კაცო, ამ შოუში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ. ერთ-ერთი საკითხია, სადაც კიდევ ერთხელ აეხსნება ქალბატონ პრეზიდენტს მისი მოვალეობები, უფლებამოსილებები. რა სტატუსი აქვს, კიდევ ერთხელ შევეცდებით, რომ განვუმარტოთ და ავუხსნათ, თუ გაიგებს გაიგებს, თუ არადა ეს არის",- განაცხადა ზარქუამ.

შეგახსენებთ, დღეს, 18 ოქტომბერს პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს იწყებს.

პროცესისი დაწყებამდე, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პარლამენტმა იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას, სხდომაზე დიპლომატიური კორპუსისა და საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები მოწვევაზე უარი განაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics