|
2023-10-17 20:04:15, 609 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - ყველა, ვინც ივანიშვილის რუსულ თამაშში ზურაბიშვილის პროექტის „გარშემო აქტიურად“ მონაწილეობს, ან სულელია, ან თავს ისულელებს
"ყველა, ვინც რუსული ტექნოლოგიით დადგმულ ივანიშვილის თამაშში ზურაბიშვილის პროექტის "გარშემო აქტიურ" მონაწილეობას იღებს ან სულელია, ან თავს ისულელებს", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის თქმით, როცა ევროკავშირი საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიანიჭებს, ეს ზურაბიშვილს "მიეწერება", რითაც "ქართული ოცნების" დამფუძნებელი რუსეთის თვალში "პასუხისმგებლობას მოიშორებს". "ყველა, ვინც რუსული ტექნოლოგიით დადგმულ ივანიშვილის თამაშში ზურაბიშვილის პროექტის "გარშემო აქტიურ" მონაწილეობას იღებს ან სულელია, ან თავს ისულელებს. ამ ეტაპზე "იმპიჩმენტის" მიზანია პოტენციური პროტესტებისთვის ნამდვილი თემების გადაფარვა, ახლა "იმპიჩმენტი" ჩავარდება, სალომე ბილეთს აიღებს, წავა ევროპაში და მას მიაწერენ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ევროკავშირს მართლაც გადაწყვეტილი აქვს გარკვეული დათქმებით სტატუსის მინიჭება და ეს მიეწერება სალომეს, რითაც ივანიშვილი რუსების თვალში პასუხისმგებლობას იშორებს. მომავალ არჩევნებში "ოცნება" რომ უმრავლესობას ვერანაირად ვერ დაიწერს ეს ოლიგარქმა იცის და იქ ძირითად ვარიანტად განიხილავს სალომეს გარშემო ახალი პროექტის შეკვრას და ჩემთან დაკავშირებული ძირითადი ძალის იზოლირებას. ის, რომ ეს ყველაფერი თამაშია მარტივად იშიფრება, ეს ყველაფერი, რაც ივანიშვილს დასჭირდა სალომემ გააკეთა ფარცხალაძესთან მიმართებაში, ეროვნული ბანკის კანდიდატებზე, ჩემს საკითხში, არა მხოლოდ გაშვების არ გაშვების, არამედ "პიჯაკების საქმეზე" საპრეზიდენტო ხარჯებზე გრიფით "საიდუმლოს" არ მოხსნაზე. ეს ყველაფერი იმაზე კი არ მიუთითებს, რომ ოლიგარქია ასე ჭკვიანი, არამედ იმაზეც, რომ პოლიტიკოსების დიდი ნაწილი საკუთარი სისუსტის გამო იღებს ამ თამაშის წესებს. ეს არ ეხება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვების პლატფორმას” და რამდენიმე სხვა გამონაკლისს. ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ. ზეგინდელ აქციას მთლიანად მხარს ვუჭერ! ჩვენ უნდა ვიყოთ ყველგან, ვიყოთ ბევრი და აქტიური! ხალხის რაოდენობას და გამბედაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს! ეს მზარდი ტალღა აუცილებლად წალეკავს ოლიგარქის მიერ აშენებულ ხელოვნურ ჯებირებს.
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)