|
2023-10-17 17:18:00, 1933 ნახვა
სამხედრო
ბურჭულაძე - დღეს ჩვენს ჯარისკაცებს გააჩნიათ მოდერნიზებული, ნატოს წევრი ქვეყნების დონის ინფრასტრუქტურა
ჩვენ ვაგრძელებთ ჯარისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული და ლოჯისტიკური საშუალებების განვითარებას. ეს ის აუცილებელი და მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი სამხედროების ღირსეული კვების, სამუშაო გარემოს და დასვენების პირობებს, სამხედრო ტექნიკისა და ქონების მოვლის სათანადო საშუალებებს,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტარებთან შეხვედრისას. მინისტრის თქმით, ინფრასტრუქტურის განახლებისა და მშენებლობის მიმართულებით ბოლო ოთხ წელიწადში 360 მილიონი ლარი დაიხარჯა. „ჩვენ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ და ყველა მცირე ზომის ლოკაციაზე, ბაზაზე და ბრიგადაში ნატოს სტანდარტის შესაბამისი ინფრასტრუქტურა გვექნება“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ „მინისტრის საათის“ ფორმატში საკანონმდებლო ორგანოში. მისი განმარტებით, დღეს სამხედრო მოსამსახურეებს გააჩნიათ მოდერნიზებულ, ნატოს წევრი ქვეყნების დონის ინფრასტრუქტურა. „2024 წელს ამ მიზნით თავდაცვის ბიუჯეტში 100 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი და გეგმაში გვაქვს ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ. ობიექტებს სჭირდება, მოვლა-შენახვა და სადაც ექსპლუატაციის ვადები გასულია, იმ ობიექტებზეც შევდივართ, რომ არსებული შენობების სარემონტო სამუშაოები ჩატარდეს,“- აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. ჯუანშერ ბურჭულაძემ კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. „ვამაყობთ ჩვენი კადეტებით და ჩვენი მიზანია მეტი ახალგაზრდა გვყავდეს პატრიოტული სულისკვეთბით, სწორედ კადეტთა სამხედრო ლიცეუმზე გაზრდილმა მოთხოვნამ წარმოშვა ლიცეუმის აშენების საჭიროება. კადეტთა სამხედრო ლიცეუმი თბილისში აშენდება, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს დაფარავს“, - განაცხადა თავდაცის მინისტრმა.
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
ექსკურსიის დროს თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე ავარიას 1 პირი ემსხვერპლა
რომის პაპი ბარსელონაში, საგრადა ფამილიას ცენტრალურ კოშკს აკურთხებს - მშენებლობის მთავარი ფაზა დასრულდა
მაღაზიათა ქსელებს 30 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიაყენეს - დაკავებულია 6 არასრულწლოვანი
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)