23:22 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-17 16:17:06, 507 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - „ოცნება“ მაგრად იქნება შემდეგი ოთხი წელიც და იმის შემდეგი ოთხი წელიც

ჩვენ არა მარტო 2024-ში ვაპირებთ არჩევნების მოგებას, 2028-შიც ვაპირებთ საპარლამენტო არჩევნებში გავიმარჯვოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, "პრეზიდენტი თავს ისაწყლებს და იიმედებს, სინამდვილეში არც მოსაწყლების საფუძველი აქვს და არც იმედის საფუძველი, რადგან იცის, რომ ენმ-ი მხარს არ დაუჭერს იმპიჩმენტს და  მმართველი პარტია მაგრად იქნება შემდეგი ოთხი წელიც და იმის შემდეგი ოთხი წელიც".

„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, არავითარი სამართლებრივი არგუმენტი, თქვა პირდაპირ, სირცხვილია, სამარცხვინოა, ეს არის უზრდელობა, როცა არგუმენტების გარეშე ასეთი ეპითეტებით მიმართავ საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც ინსტიტუტს და მან თქვა, რომ ეს  ინსტიტუტი აღარ ჰყავს ქვეყანას. ამას აკეთებს საქართველოს პრეზიდენტი, რით განსხვავდება ის სალომე სამადაშვილისგან ან ლევან ხაბეიშვილისგან, არაფრით, არც გუბაზ სანიკიძისგან განსხვავდება.

თავს ისაწყლებს და იიმედებს, სინამდვილეში არც მოსაწყლების საფუძველი აქვს და არც იმედის საფუძველი,  იმიტომ, რომ ერთი - იცის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მხარს არ დაუჭერს იმპიჩმენტს, და მეორე - „ოცნება“ მაგრად იქნება შემდეგი ოთხი წელიც და კიდე იმის შემდეგი ოთხი წელიც. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ არა მარტო 2024-ში ვაპირებთ არჩევნების მოგებას, 2028-შიც ვაპირებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებში გავიმარჯვოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics