05:58 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-17 14:39:08, 548 ნახვა

პოლიტიკა
ბოჭორიშილი - არ გაიყიდება და არ შეიფუთება კონსტიტუციის დარღვევა და დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე უკანონო და უსაფუძვლო შეტევა ევროპული მომავლისთვის ბრძოლად

პრეზიდენტმა საკუთარი თავი სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობიდან, პოლიტიკურად უსუსური ოპოზიციონერების რიგებში ჩამოიქვეითა, პრეზიდენტის ინსტიტუტი აქცია პოლარიზაციის გაღრმავების დამატებით წყაროდ, მაშინ როდესაც შეეძლო ისტორიული როლი ეთამაშა ერის ერთობის ხელშეწყობაში და ევროკომისიის პირველი რეკომენდაციის - დეპოლარიზაციის შესრულების გარანტი გამხდარიყო, მართლა გულწრფელად, რომ ეფიქრა ევროკავშრის კანდიდატის სტატუსზე, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშილმა  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა, კანდიდატის სტატუსი ხელისუფლების ხელში ჩაგდების ინსტრუმენტად მიიჩნია და "ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებისთანავე, ევროპული მომავლის საბოტაჟი სცადა, თუმცა ამ დრომდე არ გამოუვიდათ".  

„არ გაიყიდება და არ შეიფუთება საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა და დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე უკანონო და უსაფუძვლო შეტევა ევროპული მომავლისთვის ბრძოლად.
სინამდვილეში ახლა, ერთდერთი მიზანი გაქვთ და როგორც ჩანს პრეზიდენტის დახმარება გჭირდებათ ამაში, თქვენი კალიბრი აღარ ყოფნის ამ საქმეს, როგორმე საქართველოს დაუწესოთ ახალი წინაპირობები ევროპული მომავლის უზრუნვესაყოფად. ეს არის ზუსტად საბოტაჟი, ეს არის ამ ქვეყანაში რუსული მიზანი და ამ მიზანს ემსახურებით თქვენ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics