05:00 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-17 14:26:56, 533 ნახვა

საზოგადოება
შემოსავლების სამსახური - სარფში ზეთისხილის ნერგებით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებები ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში "სარფი", იტალიის რესპუბლიკიდან მომავალი 4500 ცალი ზეთისხილის ნერგით დატვირთული ორი ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს ფიტოსანიტრების მიერ, ფიტოსანიტარიული სასაზღვრო - საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, მცენარეთა სიჯანსაღის მოთხოვნებთან შეუსაბამობა, კერძოდ, თანმხლებ ნიადაგში დიდი რაოდენობით მავნე ორგანიზმები გამოვლინდა. ​

"საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის N463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics