07:00 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-16 16:52:29, 581 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე კეზერაშვილზე - ვიდრე დასჭირდებათ, მანამდე გამოიყენებენ, როგორც კი აღარ დასჭირდებათ, შეიძლება მისი პარტნიორების გზას გაუყენონ

ჩემი ინფორმაციით, სხვა ქვეყნებშიც დააკავეს კეზერაშვილის პარტნიორები და „მარჯვენა ხელები“ და ეს არის ერთ-ერთი ამის მორიგი მაგალითი. საინტერესოა რომ, ყველას აკავებენ კეზერაშვილის გარშემო, გარდა კეზერაშვილისა და გვაქვს ჩვენ საფუძველი ვივარაუდოთ, რომ კეზერაშვილი ვიღაცას, ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, „გლობალურ ომის  პარტიას“, მნიშვნელოვან საქმეს უკეთებს,- ასე უპასუხა ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დუბაიში ალბანელი მულტიმილიონერის დაკავებისა და დავით კეზერაშვილის თაობაზე დასმულ შეკითხვას.

როგორც მან აღნიშნა, "დავით კეზერაშვილს ყველაფერი ეპატიება, რადგან  მისი ხელით გლობალური ომის პარტია საქართველოში აფინანსებს ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, შესაბამისად, ის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია გლობალური ომის პარტიის ხელში". 

„სწორედ მისი ხელით ხდება საქართველოში რადიკალური ოპოზიციის დაფინანსება, აქედან გამომდინარე, მას ყველაფერი ეპატიება: ევროპელი პენსიონერების ძარცვაც, საქართველოში ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები. ყველაფერი ეპატიება, იმიტომ, რომ მისი ხელით „გლობალური ომის პარტია“ საქართველოში აფინანსებს ოპოზიციურ პარტიებს, აფინანსებს „ენჯეოებს“, მედია საშუალებებს. ის არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი „გლობალური ომის პარტიის“ ხელში, ამიტომ ყველას აკავებენ მის გარშემო, გარდა თავად კეზერაშვილისა. ვიდრე დასჭირდებათ, მანამდე გამოიყენებენ, იხმარენ. როგორც კი აღარ დასჭირდებათ, შეიძლება ისიც გაუყენონ მისი პარტნიორების გზას",- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics