08:00 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-16 13:31:05, 626 ნახვა

მსოფლიო
ენტონი ბლინკენი ისრაელში დაბრუნდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში დაბრუნდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.

The Washington Post-ის ცნობით, ბლინკენი თელ-ავივში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ომის მართვის კაბინეტს შეხვდება, სადაც ევაკუაციის საკითხსა და რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნას განიხილავს. 

აღსანიშნავია, რომ ეს ბლინკენის მეორე ვიზიტია ისრაელში მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს, "ჰამასმა" ისრაელზე საჰაერო და სარაკეტო თავდასხმები განახორციელა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ებტონი ბლინკენი პირველად ისრაელში 12 ოქტომბერს ჩავიდა, იქიდან კი, იორდანიაში, კატარში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა. ბლინკენი იორდანიაში პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასსაც შეხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics