08:58 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-14 17:01:24, 844 ნახვა

მსოფლიო
ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ფაისალ ბინ ფარჰანს შეხვდა.

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შტაბ-ბინაში გამართული შეხვედრისას ბლინკენმა ისრაელის წინააღმდეგ "ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმების სიმძიმეს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ "ჰამასი" პალესტინელ ხალხს არ წარმოადგენს.

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მიმდინარე ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ ისაუბრა.

ფაისალ ბინ ფარჰანმა განაცხადა, რომ ღაზას ჰუმანიტარული დახმარება სწრაფად უნდა გადაეცეს და ხაზი გაუსვა ძალადობის შესაჩერებლად კოლექტიური ძალისხმევის მნიშვნელობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics