07:58 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-13 18:24:24, 699 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი ხელმძღვანელობით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაცია იმყოფება

"ტვ პირველი" ავრცელებს მორიგ დეზინფორმაციას, თითქოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში იმყოფება დელეგაცია, რომელსაც ვხელმძღვანელობ მე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

 მისი შეფასებით, ეს ყველაფერი არის "ტყუილი და სასაცილო დეზინფორმაცია".

„ტვ პირველი“ ავრცელებს მორიგ დეზინფორმაციას, თითქოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში იმყოფება დელეგაცია, რომელსაც ვხელმძღვანელობ მე, ასევე სესიაში მონაწილეობენ არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, დეპუტატები ხატია წილოსანი, გივი მიქანაძე და „ხალხის ძალის“ წევრი დეპუტატი ეკა სეფაშვილი. ეს ყველაფერი არის ტყუილი და სასაცილო დეზინფორმაცია. თან ისეთი ტყუილი, რომლის გადამოწმება, სურვილის შემთხვევაში, ძალიან მარტივია. მაგალითად, მე, ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე ამ დღეების განმავლობაში საქართველოს პარლამენტში მედიასთან ვაკეთებდით კომენტარებს და ასევე მონაწილეობა მივიღეთ სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში. დელეგაციის სხვა წევრები ასევე იმყოფებოდნენ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე. სასაცილოა „ტვ პირველისგან“ იმის მტკიცება, რომ სტრასბურგში სესიას ვესწრებით. საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას იღებს საქართველოს პარლამენტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი. არ ვიცი რას ემსახურება მსგავსი ტყუილი, მაგრამ ამ დეზინფორმაციამ რომ მხოლოდ რამდენიმე წუთს გასტანა, ფაქტია“, - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics