07:57 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-13 18:32:16, 742 ნახვა

პოლიტიკა
ზელენსკი - რუსულ აგრესიასთან უკრაინის წინააღმდეგობის წყალობით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად პერსპექტივა გაეხსნება

რუსულ აგრესიასთან უკრაინის წინააღმდეგობის წყალობით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად პერსპექტივა გაეხსნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ევროპის კონტინენტის სტაბილურობა და უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონისა და აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობაზეა დამოკიდებული.

„უსაფრთხოების ახალი პერსპექტივები გაჩნდება სამხრეთ კავკასიის მეზობელ შავი ზღვის რეგიონში ცვლილებების წყალობით. ეს პოტენციალს შემატებს ჩვენს საერთო უსაფრთხოებას აქ, ევროპის ჩვენს ნაწილში. განსაკუთრებით მაშინ, როცა რუსული აგრესიისგან ჩვენი დაცვის წყალობით, საქართველოს ახალი პერსპექტივები გაეხსნება ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად“, - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics