01:14 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-13 14:58:12, 623 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ჩვენთვის ენჯეოების ხელოვნური კამპანია, რომელიც მიმართულია სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფისკენ, ვერ გახდება საფუძველი გარკვეული ცვლილებების განსახორციელებლად

ჩვენთვის ენჯეოების ხელოვნური კამპანია, რომელიც მიმართულია სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფისკენ,  ვერ გახდება საფუძველი გარკვეული ცვლილებების განსახორციელებლად,  ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამართლებრივი მოსაზრებები, სამართლებრივი არგუმენტები, ასეთ შემთხვევაში სათანადოდ ვიმოქმედებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ვენეციის კომისიის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ერთ-ერთი რეკომენდაცია უკავშირდება იუსტიციის საბჭოს წევრების განმეორებით არ არჩევას, რომელიც სამართლებრივ მოსაზრებებზე არ არის დაფუძნებული. 

„ეს არის რეკომენდაცია, ერთხელ რომ არის არჩეული იუსტიციის საბჭოს წევრი, განმეორებით ზედიზედ აღარ ავირჩიოთ, თუმცა, ვენეციის კომისია იქვე მიუთითებს, რომ ეს განმეორებით არჩევა მიღებული პრაქტიკაა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, მაგრამ ჩვენთან დაკავშირებით ვიღაცეები ამბობენ, რომ იქ არის კორპორატივიზმის პრობლემა, ამიტომ, რაც არის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დამკვიდრებული, იქნებ თქვენ არ გააკეთოთ. ეს არის ისეთი რეკომენდაცია, რომელიც სამართლებრივ მოსაზრებებზე არ არის დაფუძნებული. ეს არის რაღაც მიზანშეწონილობის თემა, რომელიც ეფუძნება პირდაპირ ვიტყვი, ენჯეოების მიერ გავრცელებულ ჭორებს, უხეში ტერმინი შეგვიძლია გამოვიყენოთ, ჭორიც არ არის, ეს არის მიზანმიმართული სტიგმატიზაციის კამპანია, რასაც ისინი აწარმოებენ მთელი ამ წლების განმავლობაში სასამართლოს წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ენჯეოების ეს ხელოვნური კამპანია, რომელიც მიმართულია სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფისკენ, ვერ გახდება საფუძველი გარკვეული ცვლილებების განსახორციელებლად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამართლებრივი მოსაზრებები, სამართლებრივი არგუმენტები, ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა, სათანადოდ ვიმოქმედებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics