10:49 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-11 23:15:23, 734 ნახვა

მსოფლიო
ბლინკენი - აშშ მისცემს ისრაელს ყველაფერს, რაც მას სჭირდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „აშშ დგას ისრაელის გვერდით - დღეს, ხვალ და ყოველდღე“. ბლინკენი ისრაელში გამგზავრებამდე ჟურნალისტებს ესაუბრა.

„ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ტერორიზმის წინააღმდეგ და ჩვენ ვნახეთ ჰამასის მიერ ჩადენილი თითქმის ენით აუწერელი ქმედებები“, დასძინა მან და უწოდა სიტუაციას „უბრალოდ გულისამრევი“.

ბლინკენმა განაცხადა, რომ ის შეხვდება პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ისრაელში, ასევე პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს და სხვა მაღალჩინოსნებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები ისრაელს მიაწვდის "ყველაფერს, რაც მას სჭირდება".

რაც შეეხება უგზო-უკვლოდ დაკარგულ ამერიკელ მოქალაქეებს, ბლინკენმა თქვა, რომ მათი ადგილსამყოფელი გაირკვევა და თუ აღმოჩნდება, რომ ისინი ჰამასმა მძევლად აიყვანა, შეერთებული შტატები მათ გათავისუფლებას შეეცდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics