|
2023-10-11 13:27:41, 965 ნახვა
სამართალი
მამუკა ხაზარაძემ ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივლა
"ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივლა. საქალაქო სასამართლოში სარჩელი მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ უკვე შეიტანა. კორძაძის თქმით, "კობახიძემ ხაზარაძის მიმართ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს ის წინა ხელისუფლების დროს არსებულ რეკეტის სქემებში“ მონაწილეობდა". "ჩვენთან შემოვიდა სარჩელი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობების უარყოფის მოთხოვნით. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ ბატონი ირაკლი კობახიძისაგან მის მიერ გავრცელებული ცრუ ცნობების უარყოფას, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც და 2018 წლიდან მამუკა ხაზარაძის მიმართ ჯერ იყო სისხლის სამართლის საქმე, რომელიც უკავშირდებოდა, როგორც შემდეგ გაირკვა, ანაკლიის პროექტს, იქაც ასეთი ტიპის განცხადებები, რომელიც კეთდებოდა პროკურატურის მხრიდან თითქოს ფულის გათეთრებაზე, ახლა რეკეტში მონაწილეობის ბრალდებები, ამიტომ ჩვენ მივყვებით სასამართლოს გზით ამ ყველაფერს და ველოდებით, რომ სასამართლო განიხილავს და დააკმაყოფილებს",- განაცხადა ზვიად კორძაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)