11:22 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-11 11:01:11, 800 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი ბელგიაში ჩავიდა, სადაც „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბელგიაში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი Telegram-ზე წერს.

ზელენსკის განცხადებით, მონაწილეობას მიიღებს „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრაში, რომელიც ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართება.

მისივე თქმით, გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან და აშშ-ს თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან.

"ბელგია, ბრიუსელი. ვიზიტი ნატოს შტაბ-ბინაში, რომელიც გადამწყვეტი იქნება ჩვენი მდგრადობისთვის ამ ზამთარში.

მე გავმართავ შეხვედრებს ალიანსის გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან და აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან.

პირველად "ოფლაინში" მივიღებ მონაწილეობას „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრაში. მე მაქვს მნიშვნელოვანი მიმართვა ამ ძლიერი კოალიციის წევრი ქვეყნების თავდაცვის ყველა მინისტრთან.

სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკვე მეორედ გავმართავ მოლაპარაკებებს ბრიუსელში ბელგიის პრემიერ-მინისტრთან, ალექსანდრე დე კროუსთან",- წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 10 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიზიტით რუმინეთში იმყოფებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics