|
2023-10-10 11:05:31, 532 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - დიდი ტყუილია, რომ მარიჯანის ქუჩაზე კედლის ჩამოშლა მიმდინარე მშენებლობას უკავშირდება - იქ მიმდინარე მშენებლობა არ ყოფილა
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მარიჯანის ქუჩაზე მდებარე ნაგებობა, საიდანაც გუშინ ძლიერი ქარის შედეგად კედელი ჩამოიშალა, არ არის მიმდინარე მშენებლობა. როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ობიექტი კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაუსრულებელი პროექტია. კალაძის თქმით, მუნიციპალიტეტი კი, გვერდით უდგას „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულ ადამიანებს, შესაბამისად, უახლოეს მომავალში მოხდება შენობის სრული დემონტაჟი და ახალი ნაგებობა აშენდება. „გუშინ ინფორმაცია არასწორად გავრცელდა, თითქოს ეს იყო მშენებარე ობიექტი. ეს ძალიან დიდი ტყუილია. იქ არანაირი მშენებარე ობიექტი არ ყოფილა. ეს არის კომპანია „ცენტრ პოინტის“ ძველი აშენებული ნაგებობა, რომელიც ეკუთვნის ამ კომპანიის მიერ დაზარალებულ ოჯახებს. როგორც იცით, ჩვენ გვერდით დავუდექით ამ გაუბედურებულ ადამიანებს და მოვაგვარეთ პრობლემა, რომელიც ათეული წლებია არსებობდა. ეს კონკრეტული მშენებლობა დაუსრულებელი და გაჩერებულია. მოგვიწევს აღნიშნული შენობის სრული დემონტაჟი, რომ იქ უკვე აშენდეს თანამედროვე შენობა-ნაგებობა და ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა, იცხოვრონ ნორმალურ პირობებში“,- აღნიშნა თბილისის მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)