12:25 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-09 17:57:40, 556 ნახვა

საზოგადოება
მერია - წყლისა და წყალარინების ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დოდაშვილის ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

ისნის რაიონში, სოლომონ დოდაშვილის ქუჩაზე წყლისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც დღეიდან, დაახლოებით, ოთხი თვის განმავლობაში, აღნიშნულ ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. სამუშაოები ორ ეტაპად შესრულდება. აღნიშNულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამუშაოების პირველ ეტაპზე, მოძრაობა შეიზღუდება დოდაშვილისა და ბოლნისის ქუჩების კვეთიდან დოდაშვილის I ჩიხისა და დოდაშვილის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ დოდაშვილის ქუჩიდან სერგი წულაძის ქუჩის მიმართულებით, ხოლო წულაძის ქუჩიდან დოდაშვილის ქუჩის მიმართულებით ავტოსატრანსპორტო საშუალებები მოძრაობას შეძლებენ ვლადიმერ ლობჟანიძის, იან პრიბილის (ჩკალოვის), ბოლნისის ქუჩების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირისა და ბერი გაბრიელ სალოსის პირველი შესახვევის გამოყენებით.

„სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი იანვრის ბოლოდან დაიწყება. დოდაშვილის ქუჩაზე ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად. კერძოდ, სერგი წულაძის, სახალხოს ქუჩისა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის პირველი შესახვევიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებები გაივლიან დოდაშვილის ქუჩას და იმოძრავებენ იუნკერების ქუჩის  მიმართულებით.

აღნიშნულ პერიოდში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც. მიკროავტობუსი N478 მეველეს ქუჩიდან მეტროსადგურ „ისნის“ მიმართულებით გადაადგილებისას, მგზავრებს დოდაშვილის ქუჩის ნაცვლად, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირით გადაიყვანს“,- აღნიშNულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე ზელენსკიზე: მე პირადად ზელენსკი ნეგატიურ კონტექსტში არასდროს მიხსენებია
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო
ერდოღანი: ევროპას თურქეთი უფრო სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროპა
კოსტა: ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, რათა მათ საკუთარი ბედი თავად აირჩიონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics