12:49 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-09 15:39:16, 623 ნახვა

მსოფლიო
ბორელი - „ჰამასის“ თავდასხმასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო სხდომას ვიწვევ

ისრაელზე ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმასთან დაკავშირებით ხვალ, 10 ოქტომბერს ევროკავშირი საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრას გამართავს. აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელი Twiter-ზე წერს.

ბორელის თქმით, სხდომაზე ისრაელში და რეგიონში არსებული ვითარება განიხილება.

„ხვალ ვიწვევ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრას, რათა განვიხილოთ სიტუაცია ისრაელსა და რეგიონში“,- წერს ბორელი.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. 

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. 

იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო.

გუშინ, 8 ოქტომბერს ისრაელს ლიბანის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნა "ჰეზბოლამაც", რასაც ქვეყანამ საარტილერიო იერიშით უპასუხა.

გუშინვე, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა და ღაზას სექტორზე არაერთი იერიში მიიტანა.

დღეს, 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სექტორის სრული ბლოკირების ბრძანება გასცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Kanye West საქართველოში ჩამოდის
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ივანიშვილის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
მოსკოვის გარშემო 40-ზე მეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics