12:48 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-09 15:08:04, 558 ნახვა

მსოფლიო
CNN - „ჰამასმა“ აშდოდისა და აშკელონის მიმართულებით 150 რაკეტა გაისროლა

ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის ორი ქალაქის, აშდოდისა და აშკელონის მიმართულებით 150 რაკეტა გაისროლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ტერორისტებმა რაკეტები ისრაელის საჰაერო თავდასხმების საპასუხოდ გაუშვეს. 

The Times of Israel-ის ცნობით, ისრაელის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, იერუსალიმში საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

 აფეთქებების ხმა ისმის ღაზას სექტორშიც.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. 

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. 

იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო.

გუშინ, 8 ოქტომბერს ისრაელს ლიბანის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნა "ჰეზბოლამაც", რასაც ქვეყანამ საარტილერიო იერიშით უპასუხა.

გუშინვე, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა და ღაზას სექტორზე არაერთი იერიში მიიტანა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Kanye West საქართველოში ჩამოდის
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ივანიშვილის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
მოსკოვის გარშემო 40-ზე მეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics