|
2023-10-09 13:48:56, 954 ნახვა
მსოფლიო
The Times of Israel - „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერი იაჰია სინვარი გარდაიცვალა
ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" ერთ-ერთი ლიდერი იაჰია სინვარი გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერზე, დანიელ ჰაგარზე დაყრდნობით ავრცელებს. ჰაგარის თქმით, "ჰამასის" სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა ისევე, როგორც მოძრაობის მთელი ქონება, დაუცველი და განწირულია. "იაჰია სინვარი კამპანიის მეთაურია და ის მკვდარია... "ჰამასის" სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა ისევე, როგორც მოძრაობის მთელი ქონება, დაუცველი და განწირულია",- განაცხადა ჰაგარმა. გამოცემის ცნობით, სინვარის გარდაცვალების შესახებ კომენტარს თავად "ჰამასი" არ აკეთებს. ცნობისთვის, იაჰია იბრაჰიმ ჰასან სინვარი ღაზას სექტორში ტერორსიტული დაჯგუფება "ჰამასის" ლიდერად 2017 წლის თებერვალში შიდა არჩევნების გზით აირჩიეს. ის ასევე ორგანიზაციის სამხედრო ფრთის ერთ-ერთი დამფუძნებელია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)