10:48 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-08 13:05:53, 994 ნახვა

სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთსა და აჭარაში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, კახეთსა და აჭარაში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოვლენილია ყვარლისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში.

"მოქალაქეებს დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი დანადგარები კუთვნილ მიწის ფართობზე და სპეციალურად მოწყობილ შენობა-ნაგებობაში ჰქონდათ დამონტაჟებული.

საამქროების ტერიტორიებზე ასევე განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 24 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი), თხმელას (მურყანი) სახეობის 2 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და წიფლის სახეობის 7 კუბური მეტრი მოცულობის კოტრი. 

2 უკანონო ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი დაილუქა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში - შუბანსა და  დარჩიძეებში. 

ვინაიდან ოთხივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, 52 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
ტრამპზე სროლაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics