|
2023-10-08 11:15:48, 748 ნახვა
მსოფლიო
ისრაელმა საჰაერო თავდასხმა განახორციელა ჰამასის დაზვერვის ხელმძღვანელობაზე და მათ შტაბზე
ისრაელის საჰაერო ძალების ცნობით, მისი სამხედრო თვითმფრინავები თავს დაესხნენ "ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის დაზვერვის განყოფილების ხელმძღვანელობას და მათ შტაბს". - ამ თავდასხმის შედეგები ჯერჯერობით უცნობია. შაბათს პალესტინელი ბოევიკების მიერ ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ, ისრაელის საჰაერო ძალები აგრძელებენ დარტყმებს ღაზას სექტორში, სხვადასხვა სამიზნეებზე. ჰამასის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 250 პალესტინელი დაიღუპა. ამ ინფორმაციის დამოუკიდებელი დადასტურების მოპოვება შეუძლებელია. BBC-ის კორესპონდენტი ღაზაში იტყობინება, რომ ქალაქ ღაზაში აფეთქებების ხმები არ წყდება. ამასთან აშშ-ში ისრაელის საელჩოს ინფორმაციით, პალესტინელმა ბოევიკებმა, რომლებიც ისრაელში შეიჭრნენ, ათობით მძევალი აიყვანეს, როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირი. მათი ოფიციალური რაოდენობა უცნობია, მაგრამ ისრაელის საელჩო შეერთებულ შტატებში იტყობინება, რომ სულ მცირე ტყვედ ასამდე მოქალაქე ჰყავთ ტერორისტებს. სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე საელჩო ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაიღუპა 300-ზე მეტი ისრაელი და დაშავდა მინიმუმ 1800. ისრაელის ხელისუფლების მხრიდან ამ ინფორმაციის დადასტურება ჯერ არ მომხდარა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)