|
2023-10-08 00:05:46, 875 ნახვა
მსოფლიო
ნეთანიაჰუ - ჩვენ ვუტევთ მთელი ძალით, შურს ვიძიებთ ამ შავი დღისთვის
ახლა ისრაელის არმია კონტროლს იბრუნებს ბოლო დაკარგულ დასახლებულ პუნქტზე, რის შემდეგაც მთელი ძალით უპასუხებს ჰამას იმ შავი დღისთვის, რაც მოუწყვეს ისრაელს და ისრაელის მოქალაქეებს. -ამის შესახებ საგანგებო მიმართვის დროს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ნეთანიაჰუმ ასევეე ღაზაში მცხოვრებ პალესტინელებს მოუწოდა დაუყოვნებლივ დატოვონ ღაზა, რადგან ისრაელი ჰამასის ყველა სამალავის ნანგრევებად ქცევას აპირებს. “ცახალი მთელს რესურსს და ძალას გამოიყენებს, რომ გაანადგუროს ჰამასი, ჩვენ ვუტევთ მთელი ძალით, შურს ვიძიებთ ამ შავი დღისთვის, ისრაელისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის. ყველა ადგილი რომელიც ჰამასს უკავშირდება იქნება განადგურებული. მივმართავ ღაზის მოსახლეობას, წადით ახლავე! რადგან ჩვენ ვიმოქმედებთ ყველგან და მთელი ძალით. ამ წუთას ცახალი ისრაელის ტერიოტირაზე ბოლო დასახლებებს ტერორისტებისგან წმენდს. ჩვენ დავდივართ სახლიდან სახლში რომ წესრიგი აღვადგინოთ. მივმართავ ისრაელელებს : წინ ხანგრძლივი ბრძოლა გველის, რთული დღეები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთის დახმარებით ჩვენ გავიმარჯვებთ.”- განაცხადა ისრაელის პრემიერმა. ცნობისთვის, დღეს, 7 ოქტომბერს ღაზის სექტორში მოქმედმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. მოგვიანებით, ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა", რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის წინააღმდეგ "ოპერაცია ალ-აკსას წარღვნა" გამოაცხადა, რის შედეგადაც ისრაელში სულ მცირე 150 ისრაელის მოქალაქე უკვე დაიღუპა და მინიმუმ 1 ათასი დაშავდა, იტყობინება ისრაელის მედია ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. Al Jazeera, სამედიცინო წყაროებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ მინიმუმ 160 პალესტინელი დაიღუპა ღაზაში ისრაელის საპასუხო თავდასხმების შედეგად. დაშავებულია 1000 ადამიანი.
ტახტის მოსაყდრე შიო: მომდევნო კვირაში ჩვენ მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა
რეჟიმის წარმომადგენელმა თურნავამ, რეფინანსირების განაკვეთი გაეზარდა ინფლაციას დააბრალა
მეუფე იობი ეკლესიაში საგარეო ჩარევებზე: ზეწოლაც ხდება და ჩარევებიც ხდება
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება - „საზოგადოება და ბანკები“
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)