|
2023-10-07 18:12:32, 847 ნახვა
მსოფლიო
CNN - ისრაელის საპასუხო კონტრშეტევას 198 პალესტინელი ემსხვერპლა, ხოლო 1 610 დაშავდა
ისრაელის საჰაერო თავდასხმებს 198 პალესტინელი ემსხვერპლა, 1 610-მდე ადამიანი კი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ამ ეტაპზე უცნობია დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად მოხდა დაღუპვა და არიან თუ არა დაღუპულებს შორის ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" წევრები. ცნობისთვის, დღეს, 7 ოქტომბერს ღაზის სექტორში მოქმედმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. მოგვიანებით, ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა", რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის წინააღმდეგ "ოპერაცია ალ-აკსას წარღვნა" გამოაცხადა, რის შედეგადაც ისრაელში 100 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 800 დაშავდა. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორიდან მოულოდნელი თავდასხმის საპასუხოდ კონტრშეტევა დაიწყეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)