01:45 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-07 16:26:13, 865 ნახვა

მსოფლიო
მეცოლა - შეძრწუნებული ვარ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმებით

შეძრწუნებული ვარ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმებით,- ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა Twitter-ზე წერს.

მეცოლას თქმით, ევროპარლამენტი გმობს ტერორსა და ძალადობას უდანაშაულო ადამიანების მიმართ.

"შეძრწუნებული ვარ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმებით. ჩვენ ვგმობთ ტერორს და ძალადობას უდანაშაულო ადამიანების მიმართ. ჩემი ფიქრები ყველა იმ ადამიანთანაა, რომელიც ცეცხლის ქვეშ იმყოფება და სასტიკი თავდასხმებისგან თავს იცავს. ტერორი ვერასოდეს გაიმარჯვებს”, - წერს მეცოლა.

ცნობისთვის, დღეს, 7 ოქტომბერს ღაზის სექტორში მოქმედმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. 

მოგვიანებით, ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა", რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის წინააღმდეგ "ოპერაცია ალ-აკსას წარღვნა" გამოაცხადა. 

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორიდან მოულოდნელი თავდასხმის საპასუხოდ საომარი მდგომარეობისთვის მზადყოფნა გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics