10:00 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-06 21:44:35, 712 ნახვა

პოლიტიკა
ჩუგოშვილი - მაქსიმუმი გავაკეთეთ, მიზანი იყო, იმპიჩმენტის პროცესის აბსურდულობა გვეჩვენებინა

საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი და პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვას ეხმაურება.

ჩუგოშვილის თქმით, პრეზიდენტის წარმომადგენლების მიზანი იყო, რომ საზოგადოებისთვის იმპიჩმენტის პროცესის აბსურდულობა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან მტკიცებულებების არარსებობა ეჩვენებინათ. 

"ვფიქრობ, შევძელით მაქსიმუმის გაკეთება, რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო. ჩვენი მიზანი იყო, რომ გვეჩვენებინა აბსურდულობა, ერთის მხრივ, პროცესის, ანუ იმისა, თუ სამართლებრივი არგუმენტაცია, რომელიც მოაქვთ პარლამენტის წარმომადგენლებს თუ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს, რამდენად აბსურდულია და რასთან მივყავართ. მეორე, რეალური მიზეზი, რას ემსახურება ეს იმპიჩმენტი და მესამე, სრული არარსებობა მტკიცებულებებისა ამ საქმეში, ეს იყო ჩვენი ამოცანა და მგონი, ძალიან კარგად გამოჩნდა ეს ყველაფერი, მგონი სრულიად ცხადია ერთიც, მეორეც და მესამეც", - განაცხადა ჩუგოშვილმა ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას.

ცნობისთვის, 5 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა დაასრულა.

პლენუმი სამი დღის განმავლობაში უსმენდა მხარეებს. სასამართლომ დასკვნა 2 კვირის ვადაში უნდა გამოაქვეყნოს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics