14:00 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-06 14:30:55, 688 ნახვა

საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ „ოქროს მედლით“ დააჯილდოვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის „ოქროს მედლით“ დაჯილდოვდა. 

სოლომონ პავლიაშვილმა, დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს დავით გურგენიძეს და უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს მადლობა გადაუხადა.

„დღეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ნებისმიერი ჩემი წარმატება - სამეცნიერო, კვლევითი, პოლიტიკური, დაკავშირებულია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. ძალიან დიდი მადლობა დაფასებისთვის“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ სოლომონ პავლიაშვილი აქტიურ სამეცნიერო საქმიანობას ეწევა; 1986 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის სამეცნიერო საქმიანობის ძირითად სფეროებს წარმოადგენს: მიკროეკონომიკა, მაკროეკონომიკა, აგრარული მეცნიერება, აგროეკოსისტემების მდგრადობა, გარემოს დაცვა, ნარჩენების მართვა, ცირკულარული ეკონომიკა, ეკონომიკის მდგრადი განვითარება.

სოლომონ პავლიაშვილს გამოქვეყნებული აქვს 16 მონოგრაფია, 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი სხვადასხვა ქვეყანაში; აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში, არის საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვის კოორდინატორი.

ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯანდაცვა: იზრდება სოცდაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დენის სუბსიდირების თანხა
ნანა სანდერი: ციხეში ჩემი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა საფრთხეშია
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 100-მდე ახალგაზრდა დაესწრო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ევროკავშირმა და სომხეთმა დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics