11:09 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-05 23:14:37, 730 ნახვა

პოლიტიკა
მიშელი - ქართველ ხალხს ვეტყვი - განახორციელეთ რეფორმები და დარწმუნდით, რომ ის ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება

ქართველ ხალხს ვეტყვი - განახორციელეთ რეფორმები და დარწმუნდით, რომ ის ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა ესპანეთში, ვროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მიშელის თქმით, ევროკავშირის გაფართოების საკითხი დღის წესრიგში დეკემბერში დადგება და იქ ლიდერები საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. 

"ერთი სიტყვა საქართველოზე. იცით, რომ ნოემბერში ევროკომისია გაფართოებაზე ანგარიშს გამოაქვეყნებს და დღეს შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დეკემბერში გაფართოების საკითხს ევროპული საბჭოს დღის წესრიგში დავაყენებთ და [წევრი სახელმწიფოების] ლიდერების დონეზე გაფართოებაზე ყველა საკითხს განვიხილავთ, მათ შორის საქართველოსთვისაც... ქართველ ხალხს ვეტყვი - რეფორმები. განახორციელეთ რეფორმები და დარწმუნდით, რომ თქვენი რეფორმები ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. ეკონომიკური რეფორმები, კორუფციასთან ბრძოლის რეფორმები, სასამართლოს დამოუკიდებლობა - ეს არის პრიორიტეტი", - განაცხადა მიშელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
როგორ დაბრუნდა ქურდული ესთეტიკა TikTok-სა და მოზარდების სხეულებზე
500-ზე მეტმა უკრაინულმა დრონმა რუსეთის 20 რეგიონს შეუტია
ყირიმში ელექტროენერგიის გათიშვა უკრაინის თავდასხმის შემდეგ მოხდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics