03:58 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-05 15:44:44, 621 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე ჩუგოშვილს - პრეზიდენტი შეტყობინებას გიგზავნით, მაგრამ ხომ უნდა იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი აქ არ თქვათ

სალომე ზურაბიშვილი ამას გიგზავნით, მაგრამ თქვენ ხომ უნდა იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი აქ არ თქვათ? ჩვენ სამართლებრივ საკითხებზე ვსაუბრობთ და აქ მიდის დემაგოგია,- ასე მიმართა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კონსტიტუციური წარდგინების ავტორმა, ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელს, თამარ ჩუგოშვილს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე.

კობახიძემ ჩუგოშვილს, რომელმაც საქართველოსა და რუსეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრის შესახებ პრეზიდენტის გზავნილი გააჟღერა, უთხრა:

„რა შუაშია? სალომე ზურაბიშვილი ამას გიგზავნით, მაგრამ თქვენ ხომ უნდა იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი არ თქვათ აქ? მართლა არასერიოზულია ეს ყველაფერი. ჩვენ სამართლებრივ საკითხებზე ვსაუბრობთ და აქ მიდის დემაგოგია".

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის წარმომდგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ პროცესზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გზავნილი გააჟღერა და  განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს 2019 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics