15:28 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-05 11:23:38, 480 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილე შსს-ს აკადემიაში მიმდინარე სწავლების პროცესს დაესწრო და განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ გამომძიებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსის მიმდინარეობას და მიმდინარე სწავლების პროცესს დაესწრო. მინისტრის მოადგილეს აკადემიის რექტორმა, ზურაბ ზუბადალაშვილმა მოადგილეებთან ერთად უმასპინძლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში დაიწყო კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, რომელსაც საფუძვლად დაედო, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული 6-თვიანი სამოქმედო გეგმა.

"გეგმით გათვალისწინებულია სწავლებები ისეთ პრიორიტეტულ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა: ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, სექსუალური შევიწროება, ცალკეული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების თავისებურებები და სხვა. აღნიშნული სწავლების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული დანაყოფის 480 გამომძიებელი გადამზადდება.

ტრენინგები განგრძობადი ხასიათისაა, რომელსაც ეტაპობრივად ყველა გამომძიებელი გაივლის და ყოველ 6 თვეში განახლდება. სწავლებებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ინსტრუქტორებთან ერთად, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებიც ჩაატარებენ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აკადემიის მსმენელებსა და თანამშრომლებს გაესაუბრა და წარმატებები უსურვა. ალექსანდრე დარახველიძემ სასწავლებლის განახლებული ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
ჯანდაცვა: იზრდება სოცდაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დენის სუბსიდირების თანხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics