04:50 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-04 18:38:03, 581 ნახვა

პოლიტიკა
დავითაშვილი - ჩინეთთან უფრო მეტი პირდაპირი ავიარეისის საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ

აქტიურად ვმუშაობთ ჩინეთთან მეტი ავიარეისის საკითხზე... რეგულარული ფრენები ყოველდღიურად შესრულდება, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში განაცხადა.

დავითაშვილის თქმით, თქმით, ამ ეტაპზე, ავიაკომპანია China Southern საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენებს ყოველდღიურად ასრულებს.

"ტურისტული ბაზრის დივერსიფიკაციის მიზნით ერთ-ერთი აღსანიშნავი ფაქტორია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაღრმავება, რადგან ის მსოფლიოში ყველაზე დიდი ტურისტული ბაზარია. ყოველწლიურად ჩინეთიდან სხვადასხვა ქვეყანას 150 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს და მათი დანახარჯი 300 მილიარდ დოლარს აღემატება. ჩინეთთან უვიზო რეჟიმი დამატებითი სტიმული უნდა იყოს ჩინეთიდან ტურისტული კომპანიებისთვის, რათა საქართველო განიხილონ, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილი.

ამასთან, აქტიურად ვმუშაობთ ჩინეთთან უფრო მეტი ავიარეისის საკითხზე. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენების სიხშირეებს ზრდის უკვე თბილისი-ურუმჩის ხაზზე და ასევე რეგულარული ფრენები კვირაში 3 სიხშირის ნაცვლად ყოველდღიურად შესრულდება ავიაკომპანია გაზრდილი სიხშირით ოპერირებას სექტემბერში დაიწყებს. ჩინეთის სხვადასხვა ქალაქთან გვექნება ასევე პირდაპირი დაკავშირებადობა", - განაცხადა დავითაშვილმა.

ცნობისთვის, 27 სექტემბრიდან China Southern Airlines საქართველოდან ჩინეთში ყოველდღიურ ავიარეისებს ასრულებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics